საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
როგორც "მთავარ არხთან" საუბრისას, გიული ალასანია ამბობს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.
"მე რაც ვნახე ეს იყო ძალიან მძიმე შთაბეჭდილება, ადამიანი აღარ არსებობს ფაქტობრივად, გაქრა, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. საერთოდ ძალიან გამხდარი, ძლივს მოძრაობს, ყველაფერი ხდება ძლივს ძლივს. ექიმებმა რა უნდა მითხრან, ისინიც ძალიან შეწუხებულები არიან და უნდათ რომ ეშველოს, მაგრამ მე მგონი ვერც კი იღებენ პასუხისმგებლობას, იმდენად ბევრი აქვს მას ეს შედეგი ყველაფრის, დიაგნოზები არის ბევრი, ყველაფერი ერთად მოსავლელია, ამის გამოცდილება არ არის უბრალოდ", - თქვა გიული ალასანიამ.