რუსეთს სამხედრო ქვედანაყოფები ხარკოვის ოლქიდან გაყავს რეორგანიზაციისა და მძიმე დანაკარგების შემდეგ თავისი ძალების შესასვსებად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.
"უკრაინის ძალები აგრძელებნ კონტრშეტევებს ხარკოვიდან ჩრდილოეთის მიმარულებით, გაათავისუფლეს რამდენიმე ქალაქი და სოფელი რუსეთის საზღვრის მიმართულებით. დონბასში რუსეთის ოპერაციის პრიორიტეტმა, ხარკოვის ოლქში დისლოცირებული ქვედანაყოფები მოწყვლადი გახადა მობილური და მაღალმოტივირებული უკრაინის კონტრშემტევითი ძალებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბრიტანეთის სპეცსამსახურების მონაცმებით, რუსეთი ხარკოვის ოლქიდან გაყვანილ ძალებს, სავარაუდოდ, მდინარე სევერსკი დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ გადაისვრის.
"რუსული ძალების გაყვანა ხარკოვის ოლქიდან იმის მდუმარე აღიარებაა, რომ მათ უკრაინის საკვანძო ქალაქების აღება არ შეუძლიათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.