შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, პენტაგონმა ამერიკულ პრესას მიაწოდა იმ შეიარაღების სრული ჩამონათვალი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არის განკუთვნილი.
ჩამონათვალი მოიცავს შეიარაღებას, რომელიც პენტაგონმა უკვე მიაწოდა უკრაინას, ან უახლოეს ხანებში მიეწოდება.
შეიარაღების ჩამონათვალი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი The Washington Post-ის ჟურნალისტმა ენდრიუ დეგრანდპრემ გახადა.
1400-ზე მეტი საზენიტო კომპლექსი "სტინგერი";
5500-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინი";
14 000-ზე მეტი სხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა;
700-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი Switchblade;
90 ერთეული 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცები და 200 ათასი ჭურვი;
72 ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალება ჰაუბიცების გადასატანად;
Mi-17 ტიპის 16 ვერტმფრენი;
მაღალი გამავლობის 100-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება;
M113-ის ტიპის 200 ქვეთებისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორი;
7 000-ზე მეტი სასროლო იარაღი;
50, 000 000-ზე მეტი პარტია საბრძოლო მასალა;
ჩაფხუტის და ჯავშანჟილეტის 75 ათასი წყვილი;
Phoenix-ის ტიპის 121 საჰერო ოპერირების სისტემა [დრონი];
ლაზერული დამიზნების სარაკეტო სისტემები;
სანაპირო თავდაცვის გემები;
17 ანტი-საარტილერიო რადარების სიტემა;
4 ანტი-საბატარეო რადარების სისტემა;
2 საჰაერო დაზვერვის რადარების სისტემა;
M18A1-ის ტიპის ნაღმი;
C4-ის ტიპის ასაფეთქებელი;
ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები;
ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული ხედვის მოწყობილობები, ოპტიკური და ლაზერული ხედვის საშუალებები;
კომერციული სატელიტური დაკვირვების გამოსახულებები;
ასაფეთქებელის საწინააღმდეგო დამცავი საშუალებები;
ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოაქტიური ნივთიერებებისგან დამცავი აღჭურვილობა;
სამედიცინო დანიშნულების მომარაგება, მათ შორის პირველადი სამედიცინო დახმარების პაკეტები;
ანტი-სარადარო სისტემები;
საველე აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები.