პრეზიდენტი ცოტა უფრო ისე უნდა იქცეოდეს, პატიმარი, მით უმეტეს ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად. ახლა, ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია, - gანაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს პიროვნება [მიხეილ სააკაშვილი] არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს. ეს ერთი. მეორე - რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ცოტა უფრო ისე უნდა იქცეოდეს, პატიმარი... მით უმეტეს ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად. ახლა, ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია. მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა გაახაროს მტერი, უნდა ჭამოს და მიიღოს ის ნივთიერებები და წამლები, რასაც აძლევენ. ვიმეორებ, მხარს ვუჭერთ მის გათავისუფლებას, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გადაიყვანონ, თუ ეს სურვილი აქვს, უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ არა ერთი კუთხით, მარტო შუქით, ან მარტო ჩრდილით, არამედ გლობალურად უნდა შევხედოთ და საკუთარ შეცდომებსაც უნდა შევხედოთ. ქვეყანას ამ პოლიტიკოსებმა უამრავი ჭრილობა, იარა მიაყენეს“, - თქვა ნათელაშვილმა.