მიხეილ სააკაშვილს ჩვენ ვცნობთ პოლიტიკურ პატიმრად, ვითხოვთ მის გათავისუფლებას და რა თქმა უნდა, თავდებშიც დავუდგებით, მაგრამ თვითონაც და მისმა გუნდმაც უნდა გააცნობიერონ, რა დამართეს ქვეყანას, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოსვლა პრეზიდენტის პოსტზე, ერთპიროვნულ მმართველად, იყო შეცდომა მისი მხრიდან დაშვებული.
„ისევე როგორც, იყო შეცდომა მისი წასვლა ქვეყნიდან, პრეზიდენტობის შემდეგ, მოქალაქეობაზე უარის თქმა და ოდესის გუბერნატორობა, ასევე იყო შეცდომა მისი ჩამოსვლა უდროო დროს, არასწორ ადგილზე, რომელმაც მოიტანა ისევ დაპოლუსება - ოცნება და ნაცები. ადგილობრვი არჩევნებზე ეს ყველაფერი აისახა და აისახა პოლიტიკასა და ისტორიაზე, ამიტომ ჩვენ უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, ისტორია არ ასწორებს ჩვენს შეცდომებს, ჩვენ თვითონ თუ არ შევუწყვეთ ამას ხელი და არ ვაღიარეთ. ვიმეორებ, შეცდომა იყო მისი ხელისუფლებაში მოსვლა, შეცდომა იყო ივანიშვილის იმ დონეზე მიახლოება ხელისუფლებასთან... ივანიშვილი იყო მისი მრჩეველი ოფიციალური“, - თქვა ნათელაშვილმა.