მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადავიდეს.
როგორც ალასანია აცხადებს, სააკაშვილს სერიოზული დიაგნოზი აქვს, რასაც მკურნალობა სჭირდება.
„გზაში ვიყავი რომ გავიგე, რაც გამოცხადდა. რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ. ადამიანი ვერ ჭამს, ეს გამოსაკვლევია. კარგია, რომ დათანხმდა, ამ დღეებში გადავალო თქვა. ეს სერიოზული დაავადებაა. რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და ეს ისეთი დაავადებებია, აქ არ ეშველება არაფერი. ამას აუცილებლად დასჭირდება შემდგომი უკვე გაგრძელება გარეთ. რაღაცის იმედი დღეს ნამდვილად გამიჩნდა და და ვფიქრობ, რომ ამას ექნება გაგრძელება უსათუოდ. რომ ვნახე გამხდარია, მაგრამ დღეს რომ მოხდა, ამან იმედი გამიჩინა და ვნახოთ. იმ ადამიანებს ვისაც მე შევხვდი ჰქონდათ ინფორმაცია რაღაც დეტალები არ იცოდნენ და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია“, – განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს.