ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას Telegram-არხზე ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
"დროებით ოკუპირებულ იზიუმში ხუთსართულიანი სახლის ნანგრევებში, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტის პირველ დეკადაში გაანადგურეს, 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ეს რუსი ოკუპანტების მორიგი სასტიკი სამხედრო დანაშაულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ! ჩვენ ვაფიქსირებთ თითოეულს და ისინი [ოკუპანტები] ყველაფრისთვის საფასურს გადაიხდიან!", - წერს სინეგუბოვი.