ვრჩები თანამდებობაზე - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორნა, თენგიზ ცერცვაძემ პირველის არხის საინფორმაციო პროგრამა "მოამბეში".
ცერცვაძის განცხადებით, მან საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერა იგრძნო.
"დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს", - განაცხადა ცერცვაძემ.
რამდენიმე დღის წინ, თენგიზ ცერცვაძე იუწყებოდა, რომ თანამდებობის დატოვებას განიხილავდა.
ფოტო: ფორმულა