მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პერმიერი ირინა ვერეშჩუკი Telegram-არხზე ავრცელებს.
„პრეზიდენტის ბრძანება შესრულებულია: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი აზოვსტალიდან ევაკუირებულია“. - ამბობს ვიცე-პრემიერი.
ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია.