აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ლაჩარია, რომელიც იბრძვის ბავშვების წინააღმდეგ, რუსეთი კი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა. ამის შესახებ ნენსი პელოსმა MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
პუტინი ლაჩარია, ის იბრძვის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, იბრძვის ბავშვების წინააღმდეგ. ის იყენებს ამას, როგორც ომის იარაღს“, - აღნიშნა პელოსმა.
შეკითხვაზე მხარს უეჭრს თუ არა ის უკრაინის მიმართვას აშშ-ის კონგრესისადმი, რუსეთი აღიაროს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, პელოსმა უპასუხა, რომ „აბსოლუტურად მხარს უჭერს“.
„თუ რუსეთი არ არის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში, დახიეთ ეგ სია. რადგან თქვენ აქ გყავთ ქვეყნის ლიდერი, ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც შეიჭრა სხვა ქვეყანაში და ამასთან იმუქრება ბირთვული იარაღით. ის ახალისებს თავისი ჯარისკაცების სასტიკ თავდასხმებს, ბავშვების გაუპატიურებას - 11 წლის პატარა ბავშვების დედების თვალწინ, ან მათი დედების გაუპატიურებას ბავშვების თვალწინ. ძალადობის ეს აქტები ცივილიზებული ადამიანურობის ქმედებების ზღვარს მიღმაა. ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი {რუსები} უნდა იყვნენ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სიაში და ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება“ , - განაცხადა პელოსმა.