გვინდა, მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით.
ხვიჩიამ მოუწოდა სააკაშვილის მხარდამჭერებს, ქვეყნის შიგნით საავადმყოფოში მის გადაყვანაზე "მაინც და მაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ".
"ქვეყნის შიგნით საავადმყოფოში მის გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან, როგორც ჩანს, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის აღდგენა უფრო რთულად ხდება. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის მეგობრებს მოვუწოდებდი, რომ ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე მაინც და მაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ. ზოგადად გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც. არანაირი საფუძველი არ აქვს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმების კვალიფიკაციაში ეჭვი შევიტანო, შესაბამისად, საკუთარ თავს უფლებას არ მივცემ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შევაფასო", - განაცხადა ხვიჩიამ.