დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სახმედრო დაზვერვამ უკრაინაში არსებული ვითარების თაობაზე განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.
დაზვერვის ცნობით, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან 22 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განათავსა, რაც დონბასის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლის გაძლიერების მცდელობის ნაწილია.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის არმია, უკრაინის წინააღმდეგობის მიუხედავად, გეგმავს იზიუმის მიღმა გადასვლას და ქალაქების - კრამატორსკისა და სევეროდონეცკის დაპყრობას.
"ამ ტერიტორიების ხელში ჩაგდება გაამყარებს რუსეთის სამხედრო კონტროლს დონბასის ჩრდილო-აღმოსავლეთში", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.