უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, 2042 წლამდე გაგრძელდეს. Unian-ის ცნობით, ამის შესახებ მან მარკ ფეიგინთან საუბარში განაცხადა.
ამასთან, არესტოვიჩმა გაიხსენა თავისი წინა პროგნოზი, რომლის თანახმადაც, ომი შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელებულიყო და აღნიშნა, რომ "გაჭიანურებული ომი არ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა, ანუ საომარი მოქმედებები ალბათ ნაკლები იქნება".
"ომი ამ გაგებით, ცივილიზაციური გაგებით. ეს სულაც არ ნიშნავს სამხედრო შეტაკებებს... ეს შეიძლება იყოს 2042-მდე, თქვენ უბრალოდ უნდა გესმოდეთ როგორ მოხდება ეს. და რაც მთავარია, უკრაინა გთავაზობთ აქტიურ მექანიზმებს ამის წინააღმდეგ საბრძოლველად. “ - თქვა არესტოვიჩმა.
მანამდე, არესტოვიჩი ამბობდა, ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს და ამ პერიოდში რეგულარული სამხედრო შეტაკებები "გარანტირებულია".