უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ომი უკრაინაში, შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელია რეგულარული სამხედრო შეტაკებები.
მან არსებული სიტუაცია, ისრაელსა და არაბებს შორის დაპირისპრებას შეადარა, როდესაც ხუთი ომი მოხდა "ვიდრე არ მიხვდნენ, რომ ეს მეთოდები არ მოქმედებდა და სხვაზე [მეთოდებზე] უნდა გადასულიყვნენ".
"ჩვენთანაც ასე იქნება, არ ვიცი ხუთი თუ არა, მაგრამ რამდენიმე სამხედრო შეტაკება 2035 წლამდე გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს შეტაკებებს ყოველ ორ ან შესაძლოა, ხუთ წელში და დიდ შეტაკებებს ყოველ შვიდ-რვა წელიწადში", - ამბობს არესტოვიჩი.
ამასთან, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არ არიან ასეთი სცენარისთვის, არესტოვიჩი უკრაინის დროებით დატოვებას ურჩევს.