მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაზე გადის, - ამის შესახებ "პირველი არხის" ცნობით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, გირჩი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს შეუერთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" დაშლას გამოაცხადებს.
"მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაზე გადის. სხვანაირად, "ქართულ ოცნებას" რომც უნდოდეს, გაუჭირდება ამომრჩეველს აუხსნას, სააკაშვილი ციხიდან რატომ გაათავისუფლა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შემდეგ ეს გასაგები იქნება. ოჯახს ვერ დავუშლი, სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთოს, ეს მათი ვალდებულებაც კი არის. ოჯახისთვის აქციების ჩატარებას ჯერ კიდევ აქვს აზრი. ეს წარმატებული რომ არ იყოს, მინიმუმ ახალი ნაბიჯების საჭიროება გახდება. აქციებს შევუერთდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" დაშლას გამოაცხადებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.