ოდესაში აფეთქებები მოხდა. "უნიანის" ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
ოდესასა და ოდესის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
"უკრაინსკა პრავდა" ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე მაქსიმ მარჩენკოზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა ქალაქზე სარაკეტო იერიში ანექსირებული ყირიმიდან მიიტანა. აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, მარჩენკომ დაადასტურა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი.
ფოტო: არქივი