მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ბოლო 30 წელი მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა, ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ბოლო 30 წელი მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა, ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას, მათ შორის ის უპასუხისმგებლო, მოღალატე და გამყიდველი პოლიტიკოსები, რომლებმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, დღესაც მავნებლობენ. ჩვენი ხელით დავშალეთ ყველა სისტემა – ქარხნები, წარმოება, ინდუსტრია, ყველაფერი ჩვენ თვითონ მოვსპეთ, მათ შორის განათლების სისტემა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო. ამას სჭირდება რა თქმა უნდა აქტიური მუშაობა. ჩვენ ვმუშაობთ, განათლების მინისტრი აქტიურად მუშაობს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი საშუალო განათლების მიცემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ დავიწყეთ 800 სკოლის რეაბილიტაცია. ამას ემატება ის, რომ ვმუშაობთ განათლების ხარისხის ამაღლებაზე, გაძლიერებაზე, ჩვენი პედაგოგების პროფესიონალიზმზე, ამას ბუნებრივია დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.