ევროკავშირის კითხვარი არის შევსებული, მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები შევასრულეთ პირნათლად, მიმდინარეობს რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს, გაგრძელდება და მივა ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გუშინ ჩატარდა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა და საბოლოო კითხვარი არის შევსებული.
„უწყებებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად, ყველა კითხვა იქნა გავლილი და დასრულებულია ეს დოკუმენტი. დოკუმენტი არის მზად, რომ გადავცეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში და რომელიც შემდგომ ბრიუსელში გაიგზავნება. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები შევასრულეთ პირნათლად, მიმდინარეობს რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს, გაგრძელდება და მივა ბოლომდე. ახლა უკვე რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენ ასოცირებული ტრიო – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ერთად წარვადგენთ უკვე ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.