საპარალმენტო უმრავლესობამ მედიაგამჭირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს.
აღნიშულთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს, პარლამენტში გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განუცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით დიპლომატების მხრიდან იყო კითხვები, რაზეც მათ ამომწურავი პასუხები გასცეს.
"მნიშვნელოვნელოვანია, რომ ჩვენ გავაძლიეროთ მედიის მფლობელთა გამჭირვალობა. დღევანდელი კანონმდებლობით ეს გარანტიები არსებობს, თუმცა გარკვეული პრობლემები წარმოიშვა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ოფშერულ ზონებში, სადაც მკაცრი გასადუმლობის მექანიზმია. ამიტომ შემოვედით ინიციატივით, რომლიც კრძალავს მედიაორგანიზაციებს ფლობას ოფშერულ ზონებში დარგეისტრირებული პირებისთვის", - აღნიშნა მინაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით მედიაორგანიზაციის მეწილეს, რომელიც კომპანიის მხოლოდ 10% ფლობს ოფშერულ ზონაში დარეგისტრირება არ ეკრძალება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უმრავლოსობის წევრები მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანიის 10% მეწილე მისი მართვის არანაირი ბერკეტი არ აქვს, აქედან გამომდინარეს მისი ოფშორში დარეგისტრირება მედიაგამჭირვალობას ხელს არ შეუშლის.