კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი მხარდაჭერა რუსული აგრესიის პირისპირ მყოფი სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება, – ამის შესახებ „ტვიტერში“ წერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.
„დღეს მქონდა პრივილეგია, აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება სალომე ზურაბიშვილი.
კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი მხარდაჭერა რუსული აგრესიის პირისპირ მყოფი სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცებით, წარმომადგენელთა პალატამ კიდევ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგია.
ეს ორპარტიული კანონმდებლობა უფლებას იძლევა, დაწესდეს სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებში მონაწილეობენ“, – აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში.