ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, შვიდი თვის განმავლობაში გვაქვს ერთი მიზანი, როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, - ამბობს მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილზე.
მისი თქმით, საქართველოში არ არის შესაბამისი კლინიკა, სადაც მიხეილ სააკაშვილს უმკურნალებენ, ამიტომ მისი გადაყვანა უნდა მოხდეს ქვეყნის გარეთ.
„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის, რადგან გუშინ გამოცხადდა მისი ახალი დიაგნოზი. შევიდნენ ექიმები, ეს მოხდა სახალხო დამცველის ინიციატივით, მისი ექიმების ჯგუფი იყო შესული. დაისვა ახალი დიაგნოზი, ჩვენი არ იყოს, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანების ჯგუფი ასევე არიან თურმე ომის პარტიის წევრები, მაგრამ რას იზამ. მე კიდევ სწორედ ამ ადამიანების განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე. ადამიანი არის სასწრაფოდ გამოსაყვანი და გადასაყვანი სადმე კლინიკაში, ალბათ უცხოეთში, თავად ექიმების აზრია ასეთ, რომ საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს შესაბამისი კლინიკა, რომ უმკურნალონ ასეთ დაავადებას, ამიტომ ეს უნდა იყოს უსათუოდ სადმე გარეთ, ამის დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს. ჩვენი სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა, მუდმივად დავდივართ ვაკეთებთ განცხადებებს, ვხვდებით საჭირო ადამიანებს, ვნახოთ როგორ განვითარდება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.