მოგებული ომი წაგვაგებინეს და აქ ურევია „ნაციონალური მოძრაობის“ სუსტი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ხელი, ნიკანორ მელიამ დააძინა პროცესი, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, საკითხავია, ყველაზე დიდი აქციის დროს ნიკანორ მელიამ ხომ არ გადასცა გასაღები „ევროპულ საქართველოს“.
მისივე თქმით, ნიკანორ მელიას მანიპულირებას ახერხებდა საკმაოდ ჭკვიანი, ცბიერი გიგა ბოკერია.
"20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, როცა ყველაზე დიდი აქცია ჩატარდა, მართლა მთელი ქალაქი გამოსული იყო და ეს არ იყო ერთი პარტიის გამოყვანილი, თქვენ გახსოვთ როგორი კრიტიკა დაიმსახურა ჩემმა გამოსვლამ, როდესაც ვიკითხე, რომ ამ ყველაზე დიდი აქციების შემდგომი გასაღები როგორ აღმოჩნდა ბოკერია ჩერგოლეიშვილის, „ევროპული საქართველოს“ ხელში. როდესაც ყველაზე მსხვილი „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ანტურაჟს უქმნიდა უმცირეს „ევროპულ საქართველოს“, რომელმაც გაანგრია შუაზე თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა მე გეკითხებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლავთ ნიკანორ მელია, რომელმაც დააძინა პროცესი და მე კიდევ კითხვას ვსვამ ღია ეთერში, გასაღებიც ხომ არ აღმოჩნდა ნიკანორ მელიას მიცემული „ევროპული საქართველოსთვის“. ეს არის ჩემი გაანალიზებული მაშინდელი აქციის და ყირაზე წავიდა ყველაფერი, მოგებული ომი წაგვაგებინეს ბატონებო და აქ ურევია სუსტი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ხელი. მე არ მინდა, სხვაგვარად დავდო ბრალი, მაგრამ ძალიან სუსტი თავმჯდომარეა, რომლის მანიპულირებასაც ახერხებდა საკმაოდ ჭკვიანი, ცბიერი, მაგრამ არატალანტი, ეს უკვე მისი სურვილია, გიგა ბოკერია", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.