პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ვარშავამ უკრაინას ტანკები მიაწოდა.
"დიახ", - ციტირებს პოლონური მედია პრემიერის სიტყვებს შესაბამისი კითხვის პასუხად. თუმცა, მორავიეცკიმ არ გაამჟღავნა ტანკების მიწოდების დეტალები.
პრემიერ-მინისტრს ასევე ჰკითხეს, არის თუ არა კვლავ დღის წესრიგში უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის საკითხი.
"ამის საჭიროება არ არსებობს, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, ასეთი თხოვნა არ მიგვიღია" - თქვა მორავიეცკიმ.