"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, ვინაიდან "ქვეყანა ასე დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ განვითარდება".
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზანს სერიოზული საორგანიზაციო სამუშაო სჭირდება და პარტიული კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
"ქვეყანა ძალიან მძიმე სტაგნაციაშია, ყველა მაჩვენებელი ეკონომიკური თუ სოციალური, გაუარესებულია. ქვეყანას ახალი ათვლის წერტილი სჭირდება, ამიტომ არის აუცილებელი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომ ნებისმიერ მთავრობას ჰქონდეს ხალხის მანდატი. სწორედ ამ მანდატისათვის უნდა ვიბრძოლოთ მთლიანად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ქვეყანა ასე დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ განვითარდება. შეუძლებელია, ერთპარტიული დიქტატურა მართავდეს ქვეყანას. დიდ მიზანს სერიოზული საორგანიზაციო სამუშაო სჭირდება. პარტიული კონსულტაციები უახლოესი პერიოდის განმავლობაში დაიწყება. ჩვენ საზოგადოებას სჭირდება მობილიზება, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას ხალხის მხარდაჭერის გარეშე", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით.