უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საცხოვრებელი სახლის სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს 91 წლის ვანდა ობიედკოვა, რომელიც წარსულში ნაცისტური გერმანიის ოკუპაციას გადაურჩა. ამის შესახებ აუშვიცის (ოსვენციმი) მემორიალური მუზეუმი იტყობინება.
"10 წლის ასაკში ვანდა სემიონის ასული ობიედკოვა მარიუპოლის სარდაფში იმალებოდა და გადაურჩა გერმანულ ოკუპაციას 81 წლის შემდეგ, იგი გარდაიცვალა იმავე ქალაქის სარდაფში, როდესაც ემალებოდა რუსეთის ჯარებს", - წერს მუზეუმი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, მანამდე ხარკოვში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვისას საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი ტყვე ბორის რომანჩენკო ემსხვერპლა.