ხარკოვში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვისას საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი ტყვე ბორის რომანჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ მემორიალური კომპელექსის ბუხენვალდის ადმინისტრაციამ განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
"როგორც მისი ნათესავებისგან შევიტყვეთ, ჩვენი მეგობარი ბორის რომანჩენკო, რომელმაც ბუხენვალდის, პენემიუნდეს, დორასა და ბერგენ-ბელზენის ბანაკები გამოიარა, გასულ პარასკევს ხარკოვში სახლის დაბომბვის დროს დაიღუპა. მისი შვილიშვილის თქმით, ის მრავალსართულიან სახლში ცხოვრობდა, რომელსაც ჭურვი მოხვდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბორის რომანჩენკო დაიბადა 1926 წელს სუმის ოლქში. იყო ბუხენვალდ-დორას საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.
ფოტო: არქივი