დონბასზე რუსეთის იერიში, შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა განაცხადა, იუწყება Independent.
მისი თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან რუსეთი ცდილობს გარკვეულ გამარჯვებას ნებისმიერი ადამიანური სიცოცხლის ფასად მიაღწიოს.
ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც რუსეთის ძალებმა ახალი შტურმი მიიტანეს აღმოსავლეთ უკრაინაში და ქალაქ კრემენაიაზე კონტროლი დაამყარეს.
კრემენაიას ალყაში მოქცევა რუსებს აახლოებს ქალაქ სლავიანსკთან, რომელიც 2014 წელს დაპყრობილი ჰქონდათ პრორუს მებრძოლებს და ამჟამად უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკვანძო მიზანს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის მეორე ფაზა დაიწყო. 19 აპრილის ღამეს რუსეთის ძალები ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების თავდაცვის გარღვევას ცდილობდნენ. ასევე ოკუპანტების გეგმებშია მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარება.
ასევე გრძელდება უკრაინის სამხრეთ ქალაქების დაბომბვა.