ვარდისფერი სუპერმთვარე დედამიწის ცის კაბადონზე 16 აპრილს, ღამეს გამოჩნდა.
დედამიწის ერთადერთ თანამგზავრს სუპერმთვარეს მაშინ უწოდებენ, როდესაც ის ძალზედ უახლოვდება ჩვენს პლანეტას. ამ დროს მთვარე თითქმის 15%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა მოსჩანს.
ვარდისფერი აპრილის სავსე მთვარეს ამერიკელმა აბორიგენმა ინდიელებმა უწოდეს, რადგან ის სწორედ მაშინ ჩნდება, გაზაფხულის იმ დროს, როცა ხეები ყვავის და ბუნებაში ვარდისფერი დომინირებს.
ვარდისფერი სუპერმთვარეობა ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღბეჭდეს.
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
კარაკასი, ვენესუელა
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ბასრა, ერაყი
სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია
ბერლინი, გერმანია
სანტიაგო დე კომპოსტელა, ესპანეთი
ფრანკფურტი, გერმანია
ფოტო: AP, AFP, EPA, Reuters