ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში - აცხადებს უკრაინაში მყოფი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი,
გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტი, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყდა:
"ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში, აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ და ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა არის უცვლელი და არ ცვლის არაფერი"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.