გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მის პოტენციურ ვიზიტს კიევში არასასურველი უწოდა. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტის დროს ისაუბრა.
"ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად, გვსურდა კიევში წასვლა, რათა გაგვეგზავნა ევროპის სოლიდარობის ძლიერი სიგნალი უკრაინისთვის. მე მზად ვიყავი. მაგრამ, ცხადია, და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ სურდათ კიევში", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მანამდე, Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გერმანიის პრეზიდენტს სურდა კიევში ჩასვლა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.