ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
"პირდაპირი, ღია და მკაცრი", - ასე აღწერა კარლ ნეჰამერმა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები მედიისთვის გაკეთებულ მოკლე კომენტარში.
ავსტრიის კანცლერის განცხადებით, პუტინთან შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კრემლისთვის გზავნილის გადაცემა, რომ "ეს ომი უნდა დასრულდეს, რადგან ომს გამარჯვებულები არ ჰყავს".
მისივე თქმით, პუტინს ასევე უთხრა, რომ მოსკოვის წინააღდეგ სანქციები გამკაცრდება, ვიდრე რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება.
ნეჰამერმა ასევე დასძინა, რომ ეს არ იყო მეგობრული ვიზიტი.
კრემლი მოლაპარაკებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
შეხვედრა დაახლოების საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსკოვის გარეუბანში, ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში, დახურულ ფორმატში - პროტოკოლური ფოტო-ვიდეო კადრებისა და პრესისთვის განცხადებების გარეშე. კრემლის პრესმდივან პესკოვის განცხადებით, ასეთი ფორმატი ავსტრიულმა მხარემ მოითხოვა.
ავსტრიის კანცლერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პირადად შეხვდა პუტინს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
შეგახსენებთ, 9 აპრილს ავსტრიის კანცლერი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.