09 აპრილს, ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი კიევიში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ლიდერების შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები ზელენსკიმ ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა.
"ავსტრია მხარს გვიჭერს რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის ვიზიტი კიევში უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ავსტრია მხარს უჭერს უკრაინას.
თავის მხრივ, ავსტრიის კანცლერმა აღნიშნა, რომ პატივისცემას გამოხატავს უკრაინის პრეზიდენტის, მთავრობისა და ხალხის მიმართ.
"ჩვენ, ავსტრია, ვდგავართ თქვენს გვერდით და ვცდილობთ დაგეხმაროთ, ყოველთვის, ნებისმიერ დროს და სადაც შეგვიძლია. და ჩვენ ამ გავაფართოვებთ დახმარებას", - ხაზგასმით აღნიშნა ნეჰამერმა.