ხარკოვის რაიონში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ხარკოვს 66 დარტყმა მიაყენეს.
"რუსების დაბომბვების შედეგად დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები – დაღუპულია 11, რომელთა შორის 7 წლის ბავშვია, დაშავდა 14 ადამიანი. ხარკოვის ოლქის ექიმები უზრუნველყოფენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და იბრძვიან დაჭრილების სიცოცხლისთვის," – განაცხადა სინეგუბოვმა.
სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ შეინიშნება მტრის საჰაერო აპარატების აქტიურობა. მისივე ინფორმაციით, დაფიქსირდა ოკუპანტების მიერ შენელებული მოქმედების ნაღმების გამოყენება.
"ისინი არ მოქმედებენ დაუყოვნებლივ. მხოლოდ მაშინ როცა მათ შეეხება ადამიანი ან ამოქმედდება მოძრაობის სხვა ფაქტორი. ამიტომ ის უფრო საშიშია", - აღნიშნა სინეგუბოვმა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.