9 აპრილს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.
შეხვედრის ამსახველი ფოტო გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საელჩომ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა მინაწერით: "სიურპრიზი".
დღესვე, უკრაინას ეწვია ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი.