დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არამხოლოდ 9 აპრილის დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს გმირებს ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იგივე იდეებისთვის, იგივე იდეალისთვის იგივე თავისუფლებისთვის, იგივე დამოუკიდებლობისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი. ეს არის იმისი იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ეს არის ღირსებისთვის, თუ ეს არის თავისუფლებისთვის და ჩვენ ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს და ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენ უკრაინელი ძმების გვერდით.
ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინელებს შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი. ეს უნდა ვიცოდეთ, არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარული, ვიყოთ ჩვენი წარსულისა და ჩვენი ტრადიციების ღირსი და ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ 1989 წელს იდგნენ და არ დაჩოქილან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.