აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მსოფლიო საოპერო მუსიკის ვარსკვლავს გუშინ საღამოს, 24 ნოემბერს განახლებული ზღვისპირა ქალაქი დაათავლიერებინა.
მსოფლიოში ცნობილი ტენორი ბათუმს გუშინ ეწვია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 ნოემბერს ბათუმში გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება.
მსოფლიო ტენორთან ერთად ქართველი საოპერო ვარსკვლავები ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ნინო მაჩაიძე, ნინო სურგულაძე და ლამურისი ჭყონია იმღერებენ.