დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი არტიომ დეხტიარენკო Facebook-ზე წერს.
იერიშების შედეგად, დაშავდა და დაიჭრა 300-ზე მეტი ადამიანი.
დეხტიარენკოს თქმით უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
"გამოვავლენთ და დავსჯით დამნაშავეებს", - აღნიშნა დეხტიარენკომ.
დღეს, 8 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
სარაკეტო დარტყმის დროს ვაგზალზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციას ცდილობდნენ.