საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი აცხადებს, რომ ბუჩის ტრაგედიის საკუთარი სანახავად უკრაინის რადას თავმჯდომარემ პარლამენტარები მიიწვია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე.
"უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა რუსლან სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა ოფიციალურად არ მიუღია.