დიდი ბრიტანეთი მუშაობს გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში Mastiff-ის ან Chakal-ის ტიპის ჯავშანტექნიკის გაგზავნას. ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტში განიხილავენ უკრაინსითვის Mastiff-ის ტიპის ჯავშანქტექნიკის მიწოდებას. ასევე განიხილება Chakal-ის ტიპის მანქანებს, რომლებიც გამოიყენება როგორც სადაზვერვო, ისე შორ მანძილზე პატრულირებისათვის.
ამასთან, გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრიტანეთის ჯარის ნაწილები გაიგზავნება უკრაინის მეზობელ ქვეყანაში სწავლების ჩასატარებლად.
გამოცემის ინფორმაციით, "დახმარების შესახებ, რომელიც მოიცავს ტანსკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებს, დიდი ბრიტანეთი უახლოეს დღეებში განაცხადებს".
ჯავშანტრანსპორტიორ Mastiff-ს აქვს ორი გვერდითი კარი, გათვლილია 6-8 სრულად ეკიპირებულ მებრძოლზე. ჯავშნიან კორპუსს შეუძლია უზრუნველყოს დაცვა მხოლოდ 7,62x51 მმ კალიბრის მცირე ზომის იარაღისგან და საბრძოლო მასალის ფრაგმენტებისგან.