აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ეკონომიკური მრჩეველი, ბრაიან დიზი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა გააფრთხილა ინდოეთი რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლო შედეგების თაობაზე.
ამერიკის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელის, დიზის თქმით, მოსკოვთან შემდგომი სტრატეგიული თანამშრომლობა შეიძლება ძვირად დაუჯდეს ინდოეთის ხელისუფლებას.
"ასეთი ურთიერთქმედების შედეგები იქნება მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი", - დასძინა დიზმა.
"რა თქმა უნდა, ზოგიერთ ასპექტში, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, თუ როგორ იქცევიან ინდოეთი და ჩინეთი [რუსეთის უკრიაინაში] შეჭრის კონტექსტში", - დასძინა მან.
ინდოეთი რუსული იარაღის უმსხვილესი იმპორტიორია და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.