26 წლის ქალბატონს H1N1 (ღორის გრიპი) ვირუსი დაუდგინდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაავადებითა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ განუცხადა, ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. იმნაძის თქმით, მედიკოსები პირველი შემთხვევის დაფიქსირებას ნოემბრის ბოლოს ელოდნენ, თუმცა დაავადების გავრცელება და რაიმე საფრთხე გამოირიცხება.
ამ ფაქტზე კომენტარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ გააკეთა.
"H1N1 - თან საბრძოლველად ქვეყანა მაქსიმალურად მზადაა. ვირუსის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს. ქვეყანა მომარაგებულია საკმარისი რაოდენობის მედიკამენტებით. ერთიანი შემთხვევები არ უნდა გახდეს შეშფოთების საფუძველი. ერთი რამე მინდა ურჩიო საზოგადოებას, რომ ეხლა არის გრიპის სეზონი და რაიმე გართულების შემთხვევაში, მითუმეტეს ბავშვის ასაკში, სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს", - განაცხადა სანდრო ურუშაძემ.