საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინა.
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემის მთავრი არსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოტივირება და წახალისებაა. მას შემდეგ რაც, პედაგოგი გაივლის სერტიფიცირებას, მას საშუალება ეძლევა გაიაროს კარიერული ზრდის რამდენიმე საფეხური.
სქემის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის ზრდა.
პროფესიული და კარიერული ზრდის საფეხურების გავლისათვის მასწავლებელმა 7 წლის განმავლობაში უნდა გაიაროს მინიმუმ 7 სხვადასხვა აქტივობა. მაგალითად: ტრენინგ-პროგრამებში მონაწილეობა, სასკოლო ან მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა, მოსწავლეთა გამარჯვება საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და სხვა.
დოკუმენტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა მიერ შემუშავდა.
პედაგოგებს ახლადშექმნილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც ესაუბრა.