"უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს უკრაინელების ნაწილის "სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე" ცნობიერების შეცვლა მომავალი თაობების მშვიდობისა და ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ღია ევრაზიის აშენების შესაძლებლობისათვის", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხემძღვანელის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის დემილიტარიზაციისა და "დენაციფიკაციის" მიზანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაისახა, არ შესრულდება მომენტალურად და "მხოლოდ ბრძოლის ველზე" არ გადაწყდება.
"დღევანდელი უკრაინელების ნაწილის სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე ცნობიერების შეცვლა - მნიშვნელოვანი მიზანია. მიზანი თავად უკრაინელების მომავალი თაობების მშვიდობისა და ბოლოს და ბოლოს ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ღია ევრაზიის აშენების შესაძლებლობებისთვის", - წერს მედვედევი "ტელეგრამის" არხზე.