ჩვენი სახელმწიფო და მთავრობა არ უცხადებს სოლიდარობას უკრაინას, - აცხადებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.
სად არის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს საქართველოს ხელისუფლება და როგორ უნდა გამოიყვანონ ჩვენი ქვეყანა რუსული კლანჭებიდან?! ამ საკითხებზე 30 არასამთავრობო ორგანიზაცია ამ წუთებში მსჯელობს!
არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ვარაუდით, ხელისუფლების ასეთი ტაქტიკა იმ ვალდებულებების შედეგია, რომელიც ,,ოცნებას" ოკუპანტი სახელმწიფოსგან აქვს აღებული.
“ჩვენი სახელმწიფო და მთავრობა არ უცხადებს სოლიდარობას უკრაინას. ცალსახაა, რომ ისინი არ უერთდებიან საერთაშორისო სანქციების რეჟიმს და ამით ისინი არ გამოხატავენ მხარდაჭერას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ”, - აცხადებს ეკა გიგაური.