გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის პრესსპიკერი ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს.
პრესსპიკერის განცხადებით, ანგელა მერკელი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება.
"ფედერალური კანცლერი დოქტორი ანგელა მერკელი მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებებს ბუქარესტში 2008 წლის ნატოს სამიტთან დაკავშირებით", - თქვა მან.
პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მერკელი მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ენახათ, რა სისასტიკე ჩაიდინა რუსეთმა და სანამდე მიგვიყვანა რუსეთისადმი დათმობის პოლიტიკამ.