უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელსა და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნოკოლა სარკოზის მიმართა და ბუჩაში მიიწვია, რათა ნახონ ნაწამები უკრაინელები და რუსეთის მიმართ პოლიტიკური დათმობების შდეგები. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსი დამპყრობლების სამხედრო დანაშაულები წარმოადგენს ბოლო 14 წლის განმავლობაში კრემლის მიმართ დათმობების შედეგებს.
"ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის, ეწვიონ ბუჩას და ნახონ სადამდე მიგვიყვანა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ 14 წლის განმავლობაში. საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელი ქალები და კაცები", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინას სრული უფლება აქვს, ილაპარაკოს დასავლეთის ქვეყნების გადაუწყვეტელობაზე.
"მინდა სწორად გამიგოთ. ჩვენ არ ვადანაშაულებთ დასავლეთს. არავის ვადანაშაულებთ კონკრეტული რუსი სამხედროების გარდა, რომლებმაც ჩაიდინეს ეს [დანაშაული] ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, გარდა იმათი, ვინც გასცა ბრძანება, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ, გადაწყვეტილებების ვერ მიღების შედეგებზე", - განაცხადა ზელენსკიმ.