საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წელს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელისთვის შეისყიდის პორტატულ კომპიუტერებს. კომპიუტერები მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ.
ამის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
კომპიუტერში ჩატვირთული იქნება როგორც სასწავლო პროგრამები ქართულში, უცხო ენაში, მათემატიკასა და ლოგიკაში, ასევე სასკოლო და კლასგარეშე სახელმძღვანელოები და სასწავლო შემეცნებითი თამაშები.
პორტატული კომპიუტერების შესყიდვის დროს უპირატესობა მიენიჭება საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს.
დაინტერესებულ კომპანიებს კონკრეტული წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში 2010 წლის 10 დეკემბრამდე.