„არ ესმის, რომ ყველაფერი შეიძლება თქვა დღეს უკრაინაზე გარდა დაჩაგრულისა და ეს ფარისეველი მერე ვითომ თანაუგრძნობს“, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე, გიგა ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებას.
„ზოგჯერ ერთი ტერმინი გვეუბნება ყველაფერს იმაზე, რას ფიქრობს ადამიანი ამა თუ იმ საკითხზე. ამ არარაობამ, ფარისეველმა თქვა, რომ დაჩაგრულია უკრაინაო, დაიჩაგრაო. არ ესმის, რომ ყველაფერი შეიძლება თქვა დღეს უკრაინაზე გარდა დაჩაგრულისა და ეს ფარისეველი მერე ვითომ თანაუგრძნობს, ჩამოთვლის როგორ განადგურდა უკრაინა. სინამდვილეში გულისხმობს სწორედ იგივეს, რასაც თავიდანვე მათი პროპაგანდა იმეორებდა, რომ აი, ნახეთ რა მოუვიდა უკრაინას, რადგან წინააღმდეგობას უწევს რუსეთს. ამით გვაშინებს ჩვენც რომ როგორ მიქარა უკრაინელმა ხალხმა და უკრაინის პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, რომ თავისუფლებას იცავს“, - გიგა ბოკერია