საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა დააფიქსირა უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ომის დანაშაულის არაერთი მტკიცებულება, რომელიც ჩადენილია ჩერნიჰოვის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
დაფიქსირებული ძალადობის აქტებს მიეკუთვნება: მრავალჯერადი გაუპატიურების შემთხვევა, სასამართლოს გარშე სიკვდილით დასჯის ორი შემთხვევა (ერთ შემთვევაში 6 ადამიანის სიკვდილით დასჯა, მეორე შემთხვევაში - ერთის), ასევე 27 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ უკანონო ძალადობის სხვა შემთხვევები.
რუსი სამხედროები ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ქონების ძარცვაში - მათ შორის კვების პროდუქტების, ტანსაცმლისა და შეშის.
"ისინი, ვინც ჩაიდინეს ეს ბოროტება, პასუხისგებლები არიან ომის დანაშაულებზე", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ომის კანონები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და 1949 წლის ჟენევის კონვენციები კრძალავს განზრახ მკვლელობას, გაუპატიურებას და სხვა სექსუალურ ძალადობას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დატყვევებული მებრძოლების და პატიმრობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ასევე აკრძალულია ძარცვე-გლეჯა და მოროდიორობა. ნებისმიერი, ვინც ბრძანებს ან განზრახ ჩაიდენს ასეთ ქმედებებს, ან ეხმარება და ხელს უწყობს მათ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე.