რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საპორტო ქალა ოდესას ავიადარტყმები მიაყენა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში შეიმჩნევა დაკვამლიანება. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერგეი ბრატჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ოდესას ჰაერიდან შეუტიეს, ზოგიერთ რაიონში გაჩნდა ხანძარი. რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო", - ამბობს ბრატჩუკი და მოსახლეობას ურჩევს ფანჯრები დახუროს.
ქალაქის ზოგიერთ რაიონში შეინიშნება დაკვამლიანება, ასევე ხანძრის ორი კერა და ძლიერი კვამლი. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.